საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირებით მსოფლიო კლასის პორტოპერატორი SSA Marine დაინტერესდა, - კომპანია, ამ თემაზე, მოლაპარაკებებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ აწარმოებს.
ხელში პატარა ზომის ცულით, ლაქებიან, წყვეტილ თოვლზე წინ და უკან მოსიარულე 82 წლის დათო ვანიშვილი აცხადებს, რომ იგი პატიმარია თავისსავე ეზოში, - ასე იწყებს CNN თავის რეპორტაჟს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირი რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ხურვალეთში გავლებული მავთულხლართების მიღმა მცხოვრები დავით ვანიშვილია.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (10 იანვარი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0147 პუნქტით გამყარდა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით, „ვინც დაინტერესებულია მოსმენებით, ვინც ახორციელებს მოსმენას ტექნიკურად და ვინც მეთვალყურეობას ახდენს, მოსმენაზე, უნდა იყოს სხვადასხვა".
თურქეთში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრს, ბინალი ილდირიმს შეხვდა.
თურქეთში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. მიხეილ ჯანელიძე თურქეთის პარლამენტის ვიცე სპიკერს, აჰმეთ აიდინს და თურქეთის პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი პირველ შეხვედრას მართავს.
თბილისში, თამარ მეფის გამზირზე 31 წლის მამაკაცი სახლში გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას „რუსთავი 2"- ავრცელებს.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმურში მკვლელობა მოხდა. ურთიერთშელაპარაკებისას, ძმამ ძმა სანადირო თოფით მშობლების თვალწინ მოკლა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი რუვენ რივლინი მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.