პატიმართა წამების ამსახველი კადრების სრული ვერსიის გამოქყვეყნებასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის დაკითხვა მიმდინარეობს. პროკურატურაში შესვლამდე ელისო კილაძემ არ გამორიცხა, რომ მას შესაძლოა დღეს ბრალიც კი წარუდგინონ.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე, „ვარდების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ბარებსა და სხვადასხვა ობიექტებში არსებულ კანონდარღვევებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადებაზე დამატებითი განმარტება გააკეთა.
მე გადავწყვიტე დავტოვო მიხეილ სააკაშვილი და ვცადო დავუმტკიცო საკუთარ თავს რომ მის გარეშეც შემიძლია ვებრძოლო ჩემი ქვეყნის მტრებს, - წერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ტარიელ ლონდარიძე სოციალურ ქსელში.
საქართელოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარნეული–თეთრიწყარო–წალკის საავტომობილო გზის 8-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ანკარაში ოფიციალური ვიზიტისას, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.
თურქეთში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრა გამართა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს „ვარდების მოედნის“ ქვემოთ მდებარე ბარებსა და სხვადასხვა ობიექტებში არსებული კანონდარღვევებით დაინტერესება დაავალა, - აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
არაბთა გაერთიანებული საამიროების 5 დიპლომატია მოკლული ავღანეთში, ყანდაღარში ბომბის აფეთქების შედეგად. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) არაბთა გაერთიანებული საამიროების ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ნახევარი მილიონით გაიზარდა, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, - პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ტურიზმის მიმართულებით არსებულ დადებით სტატისტიკას გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.
საქართველოს მთავრობა ჩუმათელეთი-ხევის 12-კილომეტრიანი გზის საპროექტო სამუშაოების შესყიდვას იწყებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.