მიუხედავად ყველაფრისა, 20 იანვარს ჩატარდება ყრილობა საზეიმო ვითარებაში. არანაირი ლეგიტიმურობის პრობლემა ამ ყრილობას, ბუნებრივია, არ აქვს, - აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ნიკა მელიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, ყრილობის არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით, პარტიის წევრთა ერთი ნაწილის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რაიონული და საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეები, პარტიის თბილისის საქალაქო ორგანიზაციაში შემავალი რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და 2016 წლის საპრალამენტო არჩევნების მაჟორიტატორობის კანდიდატები განცხადებას ავრცელებენ.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი. კენჭისყრა 12:00 საათზეა დანიშნული.
ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ყოფილი დირექტორი ჯემალ დუმბაძე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, წინასწარი პატიმრობიდან 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარნეული - ალგეთი - აზიზქენდის საავტომობილო გზის 4-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება.
სასამართლომ პარლამენტის ყოფილი წევრის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
"ცენტრ პოინტის" დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მაია რჩეულიშვილის სასამართლო პროცესი 10 იანვრამდე გადაიდო.
მაია რჩეულიშვილის ადვოკატის, მარიამ ცუცქირიძის განცხადებით, "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს მაია რჩეულიშვილს ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. აღნიშნულის გამო, ადვოკატები დღევანდელი პროცესის გადადებას ითხოვენ.
„გირჩი" იწყებს კამპანიას - „დააშრე ჭაობი“ - პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, „გირჩი" სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ რომელიმე სტრუქტურას აარჩევს და მიმართავს ხელისუფლებას თხოვნით - აარჩიოს ამ სტრუქტურის ერთი, ნებისმიერი თანამშრომელი, რომლის სამუშაო პროცესსაც პოლიტიკური პარტია ჟურნალისტებთან ერთად დააკვირდება.
ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ65 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ამ გზებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.