საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (20 დეკემბერი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0419 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. სავალუტო აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაციას თავად სებ-ი ავრცელებს.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის საბჭოს მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის მიერ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე 13 დეკემბერს ევროკომისიას, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის მიღწეული შეთანხმების საბოლოო ტექსტის დამტკიცების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სრულად...

ევროკავშირის საბჭოს მუმდივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (Coreper) 13 დეკემბერს საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმება დაამტკიცა.

სრულად...

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული ლ.მ., წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი: 1984 წელს დაბადებული გ.ქ. და 1988 წელს დაბადებული ლ.გ. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დააკავეს.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს ვლადიმერ მაკეის შეხვდა.

სრულად...

საქართველოს მთავრობის სახელით, მკაცრად ვგმობ უკანასკნელ პერიოდში თურქეთში მომხდარ ტერორისტულ აქტებს; სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებ ტერაქტების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თურქ კოლეგასთან, ბინალი ილდირიმთან შეხვედრისას გააკეთა.

სრულად...

საქარველოს ეროვნული გვარდია 26 წლისაა. ეროვნული გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი სამუშაო ვიზიტად თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის დასაწყისში, გიორგი კვირიკაშვილი ბეშიქთაშის სტადიონის ტერიტორიაზე მივიდა, სადაც 10 დეკემბერს მომხდარ ტერორისტულ აქტს ათობით ადამიანი ემსხვერპლა.

სრულად...

„ჩემთვის დიდი პატივია ვუმასპინძლო ვლადიმერ მაკეის თბილისში, ეს არის ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში და იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ვიზიტი მძლავრ იმპულსს შესძენს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო კავშირებს და მათ შემდგომ განვითარებას“ - განაცხადა  მიხეილ ჯანელიძემ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი