საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზად არის, ალეპოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ რეზოლუციაზე იმსჯელოს.
ოპოზიცია პარლამენტს სირიის ქალაქ ალეპოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდებს.
აჭარის უმაღლესმა საბჭომ მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის გადაწყვეტილებით, ცვლილება მხოლოდ ორ უწყებაში განხორციელდა.
მოელიან, რომ შეერთებული შტატების საარჩევნო კოლეგია ორშაბათს, 19 დეკემბერს ოფიციალურად აირჩევს „რესპუბლიკელ“ დონალდ ტრამპს შემდეგ პრეზიდენტად ხმის მიცემით, რომელიც ჩვეულებისამებრ რუტინას წარმოადგენს, მაგრამ აუცილებელი პროცედურაა და ეს იმ ფონზე მოხდება, როდესაც რუსეთის მიმართ გაისმის ბრალდებები, რომ ის ჰაკერული თავდასხმების გზით შეეცადა ამერიკის არჩევნებზე გავლენის მოხდენას.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდა.
საქართველოს მთავარი პროკურატურა ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გერმანიის ფედერაციული რეპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჰაიკე ფაიჩს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დესისლავა ივანოვასთან შეხვედრა გამართა.
„ბლუმბერგის“ ვალუტის გაცვლით სისტემაში 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.76 ლარი შეადგინა (თბილისის დროით, 14:00 საათზე), მაშინ როცა დღევანდელი ვაჭრობა 2.6988-ით გაიხსნა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.