საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის თავდაცვის მინისტრს, ვიგენ სარგსიანს შეხვდა.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სათხილამურო სეზონის დაწყების წინ, ბაკურიანში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოთხილამურე პატრულის თანამშრომლებს შეხვდა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით დავალებები მისცა.
ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს.
"ცენტრ-პოინტის" საქმეზე დაკავებულები მაია და გურამ რჩეულიშვილები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.
თავდაცვის სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო განათლების, მედიცინისა და სამხედრო პოლიციის კუთხით გამოცდილების გაზიარება ის ძირითადი მიმართულებებია, რაზეც საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის სამინისტროები მომავალ წელს ითანამშრომლობენ, - აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, ვიგენ სარგსიანმა გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
102 წლის მეცნიერმა ავსტრალიის უნივერსიტეტში სამუშაოს შენარჩუნების მიზნით ადმინისტრაციასთან ბრძოლა მოიგო. უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, დევიდ გუდოლს მომავალ წელს სახლიდან უნდა ემუშავა, რადგან მისი დასავლეთ ავსტრალიის კოუენის უნივერსიტეტში ყოფნა უსაფრთხოების რისკების შემცველად მიიჩნიეს. მაგრამ უნივერსიტეტმა ახლა ალტერნატიული სამუშაო სივრცე გამონახა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, პოლიციელისთვის, რომელსაც ”იბერიას” ჟურნალისტი ცემაში ადანაშაულებს, უფლებამოსილების შეჩერება სწორი გადაწყვეტილებაა.
სასამართლომ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია და ამავე დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი გია დგებუაძე, მეტსახელად „მასტერა“ დამნაშავედ სცნო.
„ცენტრ-პოინტის“ საქმის პროკურორი დავით გუმბერიძე მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაცვის მხარის მიერ წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სამედიცინო დასკვნებში გარკვეული შეუსაბამობაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.