რუსეთის ელჩს თურქეთში, ანდრეი კარლოვს ანკარაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს იმ დროს, როდესაც ფოტო გალერეას სტუმრობდა. ელჩს მძიმე დაზიანება აქვს მიღებული.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი გაერო-ს მუდმივ კოორდინატორსა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ნილს სკოტს შეხვდა. 

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 20 დეკემბერს საქართველოს ორდღიან ოფიციალურ ვიზიტად ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ მაკეი ეწვევა.

სრულად...

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ სამინისტროში რამდენიმე საშტატო ერთეული გაუქმდება. მისივე თქმით, საშტატო ერთეულების გაუქმება რიგითი თანამშრომლების ხარჯზე არ მოხდება.

სრულად...

სირიის ქალაქ ალეპოდან ორშაბათს ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი ევაკუაცია განხორციელდა. 4 500-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა აღმოსავლეთ ალეპოს ამბოხებულების მიერ დაკავებული ადგილები. მათ შორისაა 7 წლის ბანა ალაბედი, რომელიც დედის დახმარებით „თვითერზე“ ათავსებდა ინფორმაციებს ალეპოში შექმნილს მდგომარეობასთან დაკავშირებით, ასევე ათეულობით ობოლი ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

სრულად...

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტიან ლაგარდი საფრანგეთის სასამართლომ დამნაშავედ ცნო გულგრილობის გამო, რაც მის მიერ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრობისას ბიზნეს მაგნატისთვის უზარმაზარი ოდენობის სახელმწიფო თანხის გადახდას ეხებოდა.

სრულად...

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ სირიის ქალაქ ალეპოსთან დაკავშირებით მომზადებულ განცხადებას პროვოკაციულს უწოდებს და მიიჩნევს, რომ "ჩვენ ჩვენს ქვეყანას უნდა მივხედოთ პირველ რიგში". 

სრულად...

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგი კაპანაძე სირიის ქალაქ ალეპოში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ მომზადებული საქართველოს პარლამენტის განცხადების პროექტს აქვეყნებს. 

სრულად...

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, სულ მცირე 41 ადამიანი გარდაიცვალა ციმბირის ქალაქ ირკუტსკში მას შემდეგ რაც აბაზანის სპირტიანი ხსნარი დალიეს. 16 ადამიანი სერიოზულ მდგომარეობაში იმყოფება.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (19 დეკემბერი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0575პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი