მთავარია, ჩვენ ინფლაციის დონე შევძლოთ და შევინარჩუნოთ ისეთი, რომ არ აისახოს ნეგატიურად მოსახლეობაზე, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.
"ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პარლამენტში იბარებს. როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, "იმ პირობებში, როდესაც ლარის კურსთან დაკავშირებით, მთავრობა დუმს და არანაირ ინფორმაციას არ აწოდებს მოსახლეობას, ვაიძულოთ მთავრობის ეკონომიკური გუნდი მოვიდეს პარლამენტში და ღია და გამჭვირვალე დებატისა და საპარლამენტო მოსმენის გზით მიაწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია, როგორ ხედავს სიტუაციას და რას აპირებს".
გერმანიის პოლიცია ვარაუდობს, რომ ბერლინის ცენტრში საშობაო ბაზრობაზე სატვირთო მანქანის შევარდნა "ტერორისტულ აქტს" წარმოადგენს.
საქართველოს ორდღიან ვიზიტად ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ მაკეი ეწვია. საგარეო უწყების ცნობით, ოფიციალური შეხვედრების პარალელურად, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მოტყუებით ქონებრივი დაზიანების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, შ.პ.ს. ,,მედეა“-ს, შ.პ.ს. ,,ნიკა“-ს, შ.პ.ს. ,,მარი“-ს, შ.პ.ს. ,,საბა 11“-ს და შ.პ.ს. ,,ევროლუქსი“-ს ფაქტობრივი ხელმძღვანელი დააკავა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დიპლომის დამზადება-გასაღების ფაქტზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი სულიკო კ. და ამავე უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომელი სევერიან კ. დააკავეს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბერლინში მომხდარ ფაქტს ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს, სტამბოლში, "ევრაზიის გვირაბის" გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.