საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი ოპტიმალურია.
ტუნისელი მამაკაცი იტალიაში, სიცილიის სასამართლომ დამნაშავედ სცნო ნავის ჩაძირვაში, რომელზეც მყოფთაგან აბსოლუტური უმრავლესობა, 700 მიგრანტი დაიღუპა 2015 წლის აპრილში. ამის შესახებ BBC წერს.
თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილზე მოხდა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, წელს მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი სატრანსპორტო საბაგიროს მშენებლობა დაიწყება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (13 დეკემბერი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0445 პუნქტით გაუფასურდა.
14 დეკემბრიდან, ის სასწავლო დაწესებულებები, მათ შორის, საბავშვო ბაღები, სადაც გრიპის ვირუსის გამო ბავშვების გამოუცხადებლობა 40%-ს აღემატება, სამი დღით დაიკეტება, - აღნიშნული განცხადება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გააკეთა.
მას შემდეგ რაც შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Exxon Mobil-ის აღმასრულებელი დირექტორის რექს ტილერსონის კანდიდატურა სახელმწიფო მდივნის პოსტზე დაასახელა, ამერიკის მომავალმა მთავარმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მისთვის „დიდი პატივია“ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის დასახელება და დაამატა, რომ იგი იზიარებს ტრამპის „ხედვას შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობების საიმედოობის აღდგენასთან დაკავშირებით და ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების წინ წაწევის კუთხით“.
საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სისხლის გადასხმის საქველმოქმედო აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Exxon Mobil-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის რექს ტილერსონის კანდიდატურა სახელმწიფო მდივნის პოსტზე დაასახელა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე აცხადებს, რომ "ინფორმაცია სამინისტროდან თანამშრომლების გაგდების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება". მინისტრის თქმით, უწყებაში მხოლოდ კადრების ოპტიმიზაცია მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.