თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქვესადგური „მარნეული 500“, რომელიც თბილისის და ქვემო ქართლის ელექტრომომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, დასრულებულია, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, „რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.
ჩინეთმა განაცხადა, რომ იგი „სერიოზულადაა შეშფოთებული“ ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოხატული მოსაზრებით, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს შეერთებული შტატების „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკისადმი მიდგომას.
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქვესადგური „მარნეული 500“, რომელიც თბილისის და ქვემო ქართლის ელექტრომომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, დასრულებულია, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, „რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.
აჭარის რეგიონში - ხულოსა და შუახევის, ასევე იმერეთში - ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის ნაწილს ამ დროისთვის ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება.
საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული (22.8 ლიტრი) ალკოჰოლური სასმელი აღმოაჩინეს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასპინძის მუნიციპალიტეტის 4-წლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი - წლების განმავლობაში საფრანგეთის უმაღლესი ლიგის კლუბების მოთამაშე და რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, 2002 წლის 13 ოქტომბერს რუსეთის ნაკრებთან შეხვედრისას გადამწყვეტი ლელოს ავტორი (ანგარიში 17:13), რისი წყალობითაც საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს თასის გათამაშების ფინალური ეტაპის საგზური პირველად მოიპოვა - ლევან ცაბაძე Guardian.ge-ს გამოუტყდა, რომ მისი „ოცნებების 90% იმიტომ ახდა, რომ ყოველთვის რეალური ოცნებები მქონდა“.
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე, საქართველოს კანდიდატის, ზურაბ პოლოლიკაშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ღონისძიება გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიიღებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე ო.ს., ნარკოდანაშაულისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.