ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე აკრძალვები მოქმედებს.
გადაუღებელმა წვიმამ თერჯოლაში პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად, სანიაღვრე არხები გაიჭედა და თერჯოლის ცენტრალური ქუჩა დაიტბორა. წყლის მძლავრმა ნაკადმა მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის შენობის სარდაფიც დატბორა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს მონიტორინგს პირადად თერჯოლის მუნიციალიტეტის გამგებელი, თეიმურაზ ჯაფარიძე უწევს.
პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს, ბილიანა მილოშევიჩს და პროგრამის კოორდინატორს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებში, ლინა მილნერს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი და პრეზიდენტის წარმომადგენლები საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობის მიღებისგან თავს შეიკავებენ.
ნავთობის ფასებმა მკვეთრად მოიმატა და 2015 წლის შუა პერიოდის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზე ავიდა და შეერთებული შტატების ხაზინის შემოსავლებმა ორშაბათს 2 წელიწადზე მეტი ხნის პიკს მიაღწია მას მერე, რაც ნავთობის წამყვანმა მწარმოებელმა ქვეყნებმა პროდუქციის გამოშვების შემცირებაზე თანხმობას მიაღწიეს. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კომპანია „China Tianchen Engineering Corporation“-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (12 დეკემბერი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0267 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფიქრობს, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის შემთხვეევშიც კი, არ შეუქმნის რუსეთს საფრთხეს.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. ამ დრომდე მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 6 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც Guardian.ge-ს ჭიათურის გამგებელმა, ზურაბ კუპატაძემ განუცხადა, უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, 24-საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა.
15 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით, პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცემა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი კი 100 ლარის ნაცვლად, 50 ლარი ეღირება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.