თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ193 (ჩუმათელეთი-ზესტაფონი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები, არ არის აუცილებელი გაჩხერილი იყოს მის ხანგრძლივ პოზიციაში, რომ ტაივანი „ერთი ჩინეთის“ ნაწილია. ამგვარი ნაბიჯით კი იგი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თითქმის ოთხი ათწლეულის პოლიტიკას, რაც მოსალოდნელია, რომ პეკინის ანტაგონიზმს გამოიწვევს. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.
ირანის თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევამ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მშვიდობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და მან გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ ომი ისრაელს და ყურის მცირე არაბულ სახელმწიფოებს გაანადგურებს. ამის შესახებ „როიტერსი“ ირანის მედიასაშუალებაზე დაყრდნობით წერს.
სტამბულის ცენტრში შაბათს, გვიან საღამოს, სტადიონის გარეთ პოლიციელებზე განხორციელებულ მომაკვდინებელ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა „ქურთთა მუშათა პარტიის“ განშტოებამ, „ქურთისტანის თავისუფლების ქორებმა“ აიღო. მათ აღნიშნულის შესახებ თავიანთი ვებგვერდით გამოაცხადეს.
იტალიის პრეზიდენტმა სერჟიო მატარელამ, მას შემდეგ რაც გასული კვირის რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე მატეო რენციმ თანამდებობა დატოვა, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი პაოლო ჯენტილონი პრემიერ მინისტრად დანიშნა და სთხოვა მას მოახდინოს მთავრობის ფორმირება.
შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას „არ სჯერა“ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ანგარიშის, რომელმაც დაასკვნა, რომ რუსეთის ჰაკერები ცდილობდნენ შეერთებული შტატების არჩევნების შედეგის მის სასარგებლოდ დადებას.
ქაიროში კოპტურ საკათედრო ტაძართან მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას BBC ეგვიპტის ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, 2017 წელს დედაქალაქში მუნიციპალურ ტრანსპორტზე მგზავრობის საფასური არ გაიზრდება.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „უკიდურეს აღშფოთებას“ გამოთქვამს სტამბულში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ემსხვერპლა - უსამძიმრებს დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს, თურქ ხალხს და ხელისუფლებას.
თურქეთმა სტამბულის შუაგულში, საფეხბურთო სტადიონის სიახლოვეს შაბათ საღამოს მომხდარ ორ აფეთქებაში - რომლის შედეგად მოკლულია 38, მათ შორის 30 პოლიციელი და დაშავებულია 155 ადამიანი - ეჭვმიტანილ ქურთ მებრძოლებზე შურისძიების აღთქმა დადო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.