ეუთო-ს მინისტრთა საბჭოზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ პირველად, საქართველოს მეგობარი ქვეყნების მიერ გაკეთდა განცხადება კონფლიქტის თემაზე, რომელიც მინისტერიალის დოკუმენტთა პაკეტში შევა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ბულგარეთის სოფელ ჰიტრინოში სატვირთო მატარებელი, რომელსაც პროპანის გაზი გადაჰქონდა, ლიანდაგებიდან გადავიდა და აფეთქდა, რის შედეგადაც სულ მცირე 4 ადამიანი გარდაიცვალა, 20-ზე მეტი კი დამწვრობებისა და სხვა დაზიანებების გამო საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი რეგიონული პროექტის, „თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიულ ქალაქებში“ (COMUS) ფარგლებში, რომლის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის რესურსის გაძლიერებით, ისტორიულ ქალაქებში ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და განვითარების სტიმულირება, ჭიათურაში ორი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება.
საქართველოს პრემიერ მინისტრი ყაზახეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანი იმყოფება. რალფ ბრაუსკიპეს ვიზიტი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან შეხვედრით დაიწყო.
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზისკმ138–კმ193 (ჩუმათელეთი-ზესტაფონი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ამ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1964 წელს დაბადებული მ.ქ. ზუგდიდში დააკავეს.
გამბიის ლიდერმა, იაჰია ჯამეჰმა უარი თქვა ამ თვის დასაწყისში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების აღიარებაზე, ერთი კვირის შემდეგ, რაც მან აღიარა დამარცხება. ამის შესახებ BBC წერს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყველას მოუწოდებს, საბანკო სექტორისა და საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებების გამოთქმისგან თავი შეიკავონ.
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის ფორმატთან დაკავშირებით, კონსულტაციების პრეზიდენტსა და მთავრობასთან გამართვის შემდეგ, საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბდა, რომ მუშაობა საპარლამენტო ფორმატში წარიმართოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.