საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი, სერ ალან დუნკანი, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია.
საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ლევან იზორია, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის ფარგლებში, პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მოხსენებით წარსდგა.
„საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გაგრძელდება", - აღნიშნული განცხადება იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა, სადაც დღეს მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სასჯელაღსრულების უწყების სამომავლო გეგმებსა და უკვე გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.
დღეს ქობულეთის ქალთა ოთახში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ბენეფიციარები ესწრებოდნენ. ამის შესახებ Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
ქობულეთის კულტურის სახლში გენდერული თანასწორობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ტრენინგ-სემინარი ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებითა და ქობულეთის გამგეობის მხარდაჭერით ჩატარდა.
დოლარმა ხუთშაბათს, ბოლო 14 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია და მისი რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი მსოფლიოს სხვა წამყვან ვალუტებთან მიმართებაში მძიმე დარტყმას აყენებს ახლად აღმოცენებულ ბაზრებს. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (24 ნოემბერი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0126 პუნქტით გამყარდა.
საქართველოში ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის სერ ალან დუნკანის ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოჩენილი ბრიტანელი დიპლომატის, მწერლის, მთარგმნელის, საზოგადო მოღვაწის, ოლივერ უორდროპის და მისი დის, მარჯორი უორდროპის საქართველოში მოღვაწეობის ამსახველი საარქივო მასალების გამოფენა გაიმართა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მოადგილეები წარადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.