საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა უკანონოდ გასამართლებული ორი მსჯავრდებულის: ცოტნე გამსახურდიას და გიორგი ბებუას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე, "ქართული ოცნება" ემზარ კვიციანის წარდგენას ხელოვნურად ცდილობს.
საქართველოს პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს. კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატები საკუთარ უწყებებში განსახორციელებელ რეფორმებზე საუბრობენ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების დათვლილი პოპულარული ხმების მიხედვით ჰილარი კლინტონის კიდევ უფრო მეტი უპირატესობა გამოიკვეთა და იგი დონალდ ტრამპს უკვე 2 მილიონი ხმით უსწრებს.
საქართველოს საგარეო უწყების პირველი პირის მოვალეობის შემსრულებლის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, "უორდროპის დიალოგი" პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადადის და "უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" ეწოდება.
სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა ჩინეთში, ცზიანსის პროვინციაში მშენებარე ელექტროსადგურის ჩამონგრევის შედეგად.
შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მადლიერების დღესთან დაკავშირებით გაკეთებულ მიმართვაში ამერიკელებს ეროვნული ერთიანობისაკენ მოუწოდა. ტრამპმა აღიარა, რომ „ცემა-ტყეპის შემცველი“ საარჩევნო კამპანიის შემდეგ სიმწარე კვლავ რჩება: „ეს არ განელდება სწრაფად, სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენ გვაქვს შანსი, რომელიც მანამდე არ გვქონია, შევქმნათ ისტორია ერთად და მივიტანოთ რეალური ცვლილება ვაშინგტონში".
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ბოლაჯურის ადმინისტრაციულ ერთეულში როლანდ ჩხიტუნიძე დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.