საშემოდგომო გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქში ზეთისხილის ახალი ბაღის გაშენება დაიწყო.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მომავალი მთავრობის ფორმირების პროცესში ჩართული არ არის. სერგეენკო ვარაუდობს, რომ კონსულტაციები თანამდებობის გადანაწილებასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს ფორმატში მიმდინარეობს.
პირველი ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მომავალი მთავრობის ფორმირების შემდეგ რა პოზიციას დაიკავებს, ამას პრემიერ მინისტრი განსაზღვრავს.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში პარტიის სამუშაო შეხვედრა დასრულდა.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში პარტიის სამუშაო შეხვედრა იმართება.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ნ.ც. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "თალიბანმა" აიღო. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ყვარლის მუნიციპალიტეტში ქალის გენიტალიების სავარაუდო დასახიჩრების შემთხვევათა შესწავლა დაიწყო. როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სახალხო დამცველის რწმუნებულებთან შეხვედრისას ყვარლის მუნიციპალიტეტის გარკვეული სოფლების მოსახლეობა ქალის გენიტალიების დასახიჩრებას ადასტურებს.
პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, საჯარო სკოლების მოსწავლეები შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველ სამმართველოს, თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მთავარ სამმართველოს, შსს-ს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს, ასევე, რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, ბათუმის, ქუთაისის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის სახანძრო-სამაშველო განყოფილებებს ესტუმრნენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს. თავდაცვის უწყების ცნობით, აფეთქების შედეგად, საქართველოს შეიარაღებული ძალების არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.