შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ჩ. თბილისში დააკავეს.
პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დონალდ ტრამპმა მის პირველ ინტერვიუში ამერიკულ სამაუწყებლო კომპანიასთან, CBS-სთან განაცხადა, რომ იგი უარს იტყვის პრეზიდენტის 400 000 დოლარის ხელფასზე და ამის ნაცვლად წელიწადში 1 დოლარს აიღებს. ამის შესახებ BBC წერს.
პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დონალდ ტრამპმა მის პირველ ინტერვიუში ამერიკულ სამაუწყებლო კომპანიასთან, CBS-სთან განაცხადა, რომ იგი არ შეეცდება ერთი და იმავე სქესის ქორწინების კანონმდებლობის გაუქმებას. ამის შესახებ BBC წერს.
შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მის მომავალ გუნდში ორ საკვანძო პოსტზე დანიშვნების გადაწყვეტილება მიიღო. ერთ-ერთი ვისზეც მან ყურადღება შეაჩერა რესპუბლიკური პარტიის მღალჩინოსანია, მე-2 კი კონსერვატიული მედიის ხელმძღვანელი.
ბულგარეთის პრემიერ მინისტრმა, ბოიკო ბორისოვმა, მას შემდეგ რაც მისი პარტიის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა, განაცხადა რომ იგი თანამდებობიდან გადადგება. ამის შესახებ BBC იტყობინება.
შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკის საზღვრის გასწვრივ მისი დაგეგმილი კედელი შეიძლება რომ ნაწილობრივ ღობე იყოს.
უკრაინის მე-5 არხის გადაცემაში სტუმრობისას საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკვე ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა არაერთ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის იმაზეც, თუ როგორ მოკრძალებულად ცხოვრობდა საქართველოში პრეზიდენტობისას.
ახალი ზელანდიის სამხრეთის კუნძულზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, სანაპირო ზოლში ცუნამმა მიაღწია.
სოფელ ბაკურციხეში სარაჯიშვილების სახლ-მუზეუმს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და სამუზეუმო კომპლექსს ახალი, 12-ნომრიანი სასტუმრო შეემატა. განახლებული სამუზეუმო კომპლექსის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა რესტავრირებული სახლ-მუზეუმი და ახლადგახსნილი სასტუმრო დაათვალიერა.
ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილი ლარის გაუფასურების მიზეზს ხსნის და ამბობს, რომ "მომავალი თვეების განმავლობაში ლარი აუცილებლად უნდა გამყარდეს".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.