ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში დღეს "აღმოსავლთ პარტნიორობის" წევრებთან ურთიერთობებს განიხილავენ. შეხვედრის დაწყებამდე, ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას "ძალიან მალე" ელოდება.

სრულად...

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი 800 მილიონი ლარით იქნება განსაზღვრული. მისივე თქმით,  დღეს სრულდება საბოლოო პოლიტიკური კონსულტაციები საკრებულოს უმრავლესობასთან, რის შემდეგაც  ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი საკრებულოში შევა.

სრულად...

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კორცხელის ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია და მასთან არსებული დედათა მონასტერი  მოინახულა.

სრულად...

"მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს მიეცეთ სტიმული, მაქსიმალური ჩართულობით აწიონ დაფინანსება ახალი იდეების განსახორციელებლად", - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ტექნოპარკში, გლობალური მეწარმეობის კვირეულის გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

სრულად...

საქართველო, მსოფლიოს 160 ქვეყანასთან ერთად, გლობალური მეწარმეობის კვირეულს მასპინძლობს.

სრულად...

თბილისის მერი დავით ნარმანია ზაჰესის ხიდის მშენებლობის შეფერხების მიზეზებზე საუბრობს.

სრულად...

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, არჩევნების შედეგების შესაჯამებლად, ცეკო 16 ნოემბრისთვის იქნება მზად.

სრულად...

საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იან კელი შეერთებულ შტატებში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აფასებს და იმედოვნებს, რომ ახალი პრეზიდენტის პირობებში, შეერთებული შტატები საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.

სრულად...

შეერთებული შტატების დოლარმა აზიის ბაზრებზე 9 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, რადგან, როგორც „როიტერსი“ წერს, უფრო სწრაფი შიდა ინფლაციის და უფრო ფართო საბიუჯეტო დეფიციტების რისკები არსებობს ბევრ იმ ქვეყანაში, სადაც ახლად აღმოცენებული ბაზრებია.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი