საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტების წარმომადგენლები ჰააგაში ევროპის პოლიციის სამსახურის შტაბ-ბინას სამუშაო ვიზიტად ეწვივნენ.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებისთვის, ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტებმა, ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების საჭიროებებთან დაკავშირებულ საკითხებზე, სამდღიანი სემინარი ჩაატარეს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე EUCOM-ის სწავლების გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
ჯერ არაფერი გეგმა არ მაქვს, - ასე ეხმაურება ”თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე მის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.
Qatar Airways-ი საქართველოში ფრენების სიხშირეებს ზრდის. „საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების“ ინფორმაციით, 15 დეკემბრიდან, Qatar Airways-ი თბილისიდან დოჰას მიმართულებით, კვირაში დამატებით 4 ავიარეისს შეასრულებს და სულ სიხშირე 11-მდე გაიზრდება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბარდ ივარ სვენდსენს უმასპინძლა.
საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი "ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საკითხს აფასებს და ამბობს, რომ ერთი მხრივ, ძლიერი უმრავლესობა და მანდატი გაძლევს შესაძლებლობებს, თუმცა ამავე დროს მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ გაზრდილ უფლებამოსილებას გაზრდილი პასუხისმგებლობა ახლავს თან.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნები იყო "კარგად ადმინისტრირებული, კონკურენტული" და "ქართველი ხალხის ნებას" გამოხატავს. ელჩის თქმით, "ქართველ ამომრჩევლებს ჰქონდათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების შანსი".
ეროვნულმა ბანკმა (31 ოქტომბერი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0002 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.