საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ 19 ოქტომბერს, დილის 05:30 საათიდან საქართველოს სხვა საბაჟო გამშვები პუნქტების მსგავსად, მუშაობას 24/7 რეჟიმში განაგრძობს.
ახალი პოლიტიკური ცენტრის, „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ლარის კურსზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში და ამიტომ დასტაბილურდება თუ არა, ამის გათვლა უბრალოდ შეუძლებელია.
ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის და ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებში, წყალსადენის ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
თბილისის განვითარების ფონდის პროექტი „ახალი ტფილისის“ ფარგლებში განახლებულ რეაბილიტირებულ აღმაშენებლის გამზირს ცნობილი მოქანდაკის, კახი ერაძის ექვსი ნამუშევარი ამშვენებს. ამის შესახებ მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე შპს „ჯიენ კომპანის“ თხილის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა და წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მონოპოლია კარგ ადამიანებსაც ცუდი ქმედებებისკენ უბიძგებს.
ეროვნულმა ბანკმა (18 ოქტომბერი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0069 პუნქტით გამყარდა.
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი წერეთლის განცხადებით, პარტიის საარჩევნო სიის მეორე ნომერი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრა რულოვსი განმეორებითი კენჭისყრის შემდეგ გადაწყვეტს თუ რას აპირებს სამომავლოდ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.