ნიკა რურუას განცხადებით, არჩევნების თარიღი სპეციალურად დაინიშნა ადრე, რომ ვერ მოასწრონ მეორე ტურში გასულმა კანდიდატებმა მომზადება.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის ცნობით, რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის პროცესი იწყება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან გიორგი კობერიძესთან ერთად, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში, წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტში ძალიან ბევრი რამ შეიცვლება მათ შორის, მაკროეკონომიკური პროგნოზები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის სახელით ქვეყნის მთავარმა მენეჯერმა, ვიტომირ მაილს რაგუზმა ხელი მოაწერეს სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს „თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტის“ დასაფინანსებლად.
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თაობაზე ეროვნული ბანკის დასკვნა პარლამენტს უკვე წარედგინა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2017 წელს ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი ინფლაციის რისკებს არ ქმნის.
ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ერაყის ქალაქ მოსულში მშვიდობიანი მოსახლეობა, შესაძლოა, ცოცხალ ფარად გამოიყენონ.
ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მთავრობა და გუნდი არის პროდასავლური და ეს აღიარებულია ყველას მიერ დედამიწაზე, ვინც ოდნავ ობიექტურად უყურებს ფაქტორებს.
ბათუმის პორტში საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის ხომალდი “პრემიე მეტრ ლ’ერი” შემოვიდა. ფრანგულ გემზე ოფიციალურ მიღებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო.
ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ლარის კურსი დასტაბილურდება და საშუალოვადიან პერიოდში შეინარჩუნებს გამყარების ტენდენციას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.