ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო პროცესში არსებულ დარღვევებზე განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც სამგორის 22-ე საარჩევნო უბანზე, მთაწმინდის საარჩევნო უბანზე, ასევე ქუთაისის 27-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა დაგვიანებით დაიწყო, ხოლო ზუგდიდის მე-18 საარჩევნო უბანზე 30-40 წუთით შეფერხდა პროცესი, ფოთის 61-ე ოლქში კი მე-8 უბანზე დაახლოებით 30 წუთით შეფერხდა " კენჭისყრისწინა პროცედურების განხორციელება".
,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა და პარტიის გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ალასანიამ ხმა გორის #82 უბანზე მისცა.
დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით ჩატარებულ საგამოძიებო საქმიანობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა კომენტარი გააკეთა.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
„სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ საკუთარი არჩევანი გააკეთა. ის თბილისში, საბურთალოს რაიონში #61-ე საარჩევნო უბანზე შვილიშვილთან ერთად მივიდა და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყნის განვითარების ბედი წყდება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ აღმასრულებელი დირექტორის, გურამ ადამაშვილის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა თითოეული ადამიანის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა.
ცესკო-ს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა დილის 10:00 საათისთვის 8.34%-ს შეადგენს, რაც 292 957 ამომრჩეველია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. მან საკუთარი არჩევანი ვერაზე გააკეთა.
დევნილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა ხმა საბურთალოს მე-5 ოლქის 12-ე საარჩევნო უბანზე მისცა. როგორ მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხმა „ქართულ ოცნებას” მისცა.
BBC-ის ცნობით, ჰაიტიზე ქარიშხალ „მეთიუს“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 800-ს გადააჭარბა. ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.