საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა არჩევანი გააკეთა. საარჩევნო უბანზე ის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.  როგორც ხმის მიცემის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევანი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გააკეთა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრი საპარლამენტო არჩევნებზე დილიდან, ჩხოროწყუს, სოფელ კირცხის # 67.69.08 საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად მივიდა და საკუთარი არჩევანი გააკეთა.

სრულად...

ცუდი სიზმარი წყალს უნდა გავატანოთ და დავიწყოთ იმ მიმართულებით სვლა, რაც თაობებს უნდოდა - საქართველოს დაბრუნებისკენ, თავისუფალი, წარმატებული, კეთილდღეობით ერებში მცხოვრები ოჯახი, რასაც ევროპა და დასავლური სივრცე ჰქვია, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, გიგა ბოკერიამ ხმის მიცემის შემდეგ. 

სრულად...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას საქართველოში „თითსაც ვერავინ დააკარებს“, რადგან ჩამოსვლის შემთხვევაში მომხრეები, ასევე სამხედროები და სამართალდამცველები დაიცავენ.

სრულად...

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჯამება კენჭისყრის ჩატარებიდან არაუგვიანეს მე-19 დღეს, 27 ოქტომბრისთვის მოუწევს.

სრულად...

„პირველ რიგში არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ მივეცი ხმა", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ საკუთარი არჩევანის გაკეთების შემდეგ. 

სრულად...

დიდუბის მე–14 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა გარკვეულ დარღვევას. საარჩევნო უბნის თავმჯდომარის განმარტებით, ჯერ კიდევ უბნის გახსნამდე საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის ნაცვლად, შემაჯამებელი ოქმი უბნის მდივნის მიერ დაშვებული შეცდომის საფუძველზე აღმოჩნდა, რის გამოც უბნის გახსნა 5-7 წუთით შეფერხდა.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და ჰოლანდიის ელჩები საქართველოში გორში მე-9 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ და არსებულ ვითარებას გაეცნენ.

სრულად...

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ არჩევანი გააკეთა. პატრიარქი ივერიის ქუჩაზე, მე-7 მაჟორიტარული ოლქის მე -4 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა.

სრულად...

ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა თავისი არჩევანი უკვე დააფიქსირა.  ბიძინა ივანიშვილი მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე, 144-ე ბაგა-ბაღის შენობაში ხმის მისაცემად მეუღლესთან და ერთ-ერთ შვილთან, ბერასთან ერთად მივიდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი