ოთხი სამაუწყებლო კომპანია - „იმედი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, „მაესტრო“ და GDS–ი დღეს, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს ეგზიტპოლს ერთობლივად ჩაატარებს.
დღეს, 2016 წლის 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების გარდა, რამდენიმე საარჩევნო ოლქში რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტმა უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი შექმნა.
დღეს გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემა 09:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათზე დასრულდება.
არჩევნების დღეს კანონით დადგენილი რამდენიმე აკრძალვა მოქმედებს. კერძოდ, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს აგიტაცია იკრძალება კენჭისყრის შენობაში.
დღეს, 2016 წლის 8 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები ტარდება. ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს პარლამენტის 150 დეპუტატი; აქედან 77 წევრი პროპორციული საარჩევნო სისტემის, ხოლო 73 წევრი - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.
დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად საქმე გახსნილია, - აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, რომელსაც სრულად გთავაზობთ.
სავარაუდოდ, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეში მონაწილე პირის დაკავების მიზნით, გლდანის ერთ-ერთ მიკრორაიონში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, დაგეგმილია ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, რუსთავი-სადახლოს 40-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა.
მე დარწმუნებული ვარ ჩვენს უპირობო გამარჯვებაში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს, - აღნიშნულია წინასაარჩევნო მიმართვაში, რომელსაც ვანო მერაბიშვილი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.