აბაშის მუნიციპალიტეტში სოფელ წყემის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ Guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სოფელ ჭყვიშში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმს ესტუმრა.
წყალტუბოში 560 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო. პირველ ეტაპზე 2 რვასართულიანი კორპუსი შენდება, სადაც ბინას 140 დევნილი ოჯახი მიიღებს.
საქართველოში პირველი - სახლის ტიპის სამშობიარო - PINEO Luxury შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ სამშობიაროს დირექტორთან, ზაზა სინაურიძესთან ერთად გახსნა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ბულგარეთის ელჩთან საქართველოში დესისლავა ივანოვასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
საქართველოს პრეზიდენტს რუმინეთის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, საქართველოში რადუ ლივიუ ჰორუმბამ რწმუნებათა სიგელები გადასცა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 8 ოქტომბრის დილის 08:30 სთ-დან პერიოდულად საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს.
სოფელ ბაკურციხეში კულტურის ცენტრის სარებილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამშენებლო ღონისძიებებს დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე გაეცნო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლიტვის რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და მომავალში მისი გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. თავდაცვის უწყების ცნობით, დღეს, მინისტრი საქართველოში ლატვიის ელჩს იანის ზლამეტსს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.