დღეს, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილემ მერაბ ველიჯანაშვილმა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა ნანა ტივაძემ თანამშრომლებთან ერთად სოფელ რუსთავის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები მოინახულეს და საჩუქრად სათამაშოები გადასცეს.
ამბროლაურის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომლის მშენებლობა უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში დასრულდა, დღეს გაიხსნა, - 1 100 მეტრიან ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, რომლის სიგანე 30 მეტრია, შეუძლია, შეზღუდვის გარეშე მიიღოს L 410 (19-ადგილიანი) ტიპის საჰაერო ხომალდები.
„ძვირფასო მეგობრებო, დღეს ამ დარბაზში ზის უკვე გამარჯვებული საქართველო,“ - ასე მიმართა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა მხარდამჭერებს ფილარმონიაში, სადაც პარტიამ წინასაარჩევნო დასკვნითი შეხვედრა გამართა.
სასტუმრო ,,რადისონში“, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის დარგში არსებულ მდგომარეობის და ბოლო წლებში მიღწეული შედეგების განხილვის მიზნით, ასოციაციის ,,ქართული ღვინო“ ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხონის სერვის-ცენტრი ქალაქ ხონში, წმინდა ნინოს ქუჩაზე, სასმელი წყლით უზრუნველყოფის სამუშაოებს ახორციელებს. ამის შესახებ Guardian.ge–ს ხონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
ამბროლაურის აეროდრომის გარდა, ჩვენ მომავალ წელს ვიწყებთ ახალი აეროდრომის მშენებლობას ომალოში, ასეთივე ტურისტულ აეროდრომს ავაშენებთ ახალქალაქში, ზუგდიდში და კიდევ არაერთ რაიონში, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გახსნისას გააკეთა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, გივი თარგამაძე გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მან სამართალდამცავ ორგანოში მისვლისგან თავი შეიკავა.
ქობულეთის გურამ თამაზაშვილის სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „მხედრული“ გასტროლებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამართავს. ანსამბლი საზღვარგარეთ ჩინური მხარის მიწვევით 11 ოქტომბერს გაემგზავრება.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიროგი კვირიკაშვილმა ამბროლაურის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი გახსნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ყაზბეგში, თრუსოს ხეობაში, სამი ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.