ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურში ათეული წლების შემდეგ საბავშვო ბაღი გაიხსნა. თანამედოვე სტანდარების შენობა სოფელში გასულ წელს აშენდა და მისი ინვენტარით აღჭურვა ადგილობივი ხელისუფლების დაფინანსებით მიმდინარე წელს განხორციელდა. ამის შესახებ Guardian.ge–ს ხონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
ამბროლაურის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლი გაიხსნა. 1 100-მეტრიან ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, რომლის სიგანე 30 მეტრია, შეუძლია შეზღუდვის გარეშე L 410 (19-ადგილიანი) ტიპის საჰაერო ხომალდები მიიღოს.
,,რაც თქვენ ნახეთ რუსთაველის გამზირზე და „ვარდების მოედანზე“, ეს არის ის რაოდენობა, რომელიც ”ნაციონალებს” უჭერს მხარს. ეს არ არის ის რაოდენობა, რომელიც მათ, ხელისუფლებაში მოყვანას უზრუნველყოფს. ასე, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იფიქროთ, რომ რაიმე ტიპის პანიკის საფუძველი არის. არ შეცდეთ”, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ანგარიშის მიხედვით, 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ 10 286 735 ლარის შემოწირულობა, პაატა ბურჭულაძის მოძრაობამ „სახელმწიფო ხალხისთვის“ - 2 289 122 ლარი, ხოლო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ - 1 151 797 ლარი მიიღო.
მარტვილის მუნიციპალიტეტს „მობილური ექსტენციის“ პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლები ეწვივნენ.
Man Truck and Bus AG-ის ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა, CNG ძრავზე მომუშავე და ადაპტირებული ავტობუსები დღეიდან N 61 ხაზზე გავიდა.
პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას ეხმაურება.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის, მანანა კობახიძის განცხადებით, მითია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში თუნდაც, როგორც ოპოზიციურმა ძალამ, რაიმე სერიოზული მხარდაჭერა მოიპოვოს.
თეთრიწყაროში „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა ვაჟა ბექაურმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის, გოდერძი ჩანქსელიანის სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.