თბილისში, კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარედ, დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტს ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია. იგი ხელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და უშუალოდ უწყების ხელმძღვანელის მოადგილის, გოგაშვილისკენ იშვერს და აცხადებს, რომ „ყველას გვაქვს საფუძველი, რომ ეჭვმიტანილებად შეიძლება ჩავთვალოთ ისინი“.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე მისი კუთვნილი ავტომობილის აფეთქების შემდეგ, მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა მარტვილის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
რამდენიმე წუთის წინათ თბილისში, კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. აფეთქებისას მანქანაში იმყოფებოდა თავად თარგამაძე, თუმცა მას დაზიანება არ მიუღია. შემთხვევის ადგილას მობილიზებულია პოლიცია.
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროსკარში ,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარება საქართველოში’’- პროექტის ფარგლებში, თაფლის საწარმო "თაფლის სახლი ფშავში’’ გაიხსნა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. ამის შესახებ Guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარება საქართველოში’’- პროექტის ფარგლებში, მცენარეული ჩაის გადამამუშავებელი კოოპერატიული საწარმო ,,არაგველები’’ გაიხნა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. როგორც Guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ახალი ბაღი კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, სიღნაღის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გელა გელაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საზეიმოდ გახსნეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩს, მარტინა ქვიქს შეხვდა.
მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, 10:00 საათზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.