„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს „ფსიქოლოგიური აშლილობა“ სჭირს.
ეროვნულმა ბანკმა (4 ოქტომბერი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0064 პუნქტით გაუფასურდა.
ალექსანდრე ინდუაშვილი, რომელმაც სავარაუდოდ გორში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თავდაცვის ყოფილი მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს საარჩევნო კომპანიის დროს ცეცხლი გაუხსნა, პოლიციას ჩაბარდა. ინდუაშვილი ამ წუთებში შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტში იმყოფება.
„გირჩი“ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ცეზარ ჩოჩელს მხარდაჭერას უცხადებს. მისი თქმით, თუ ცეზარ ჩოჩელი პარლამენტში შევა, არამარტო ბევრ საქმეს გააკეთებს საკუთარი საარჩევნო ოლქისთვის, არამედ შეძლებს პარლამენტარებს დაანახოს პრაქტიკულ სივრცეში თუ რა არის გასაკეთებელი.
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილემ, მერაბ ველიჯანაშვილმა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა, ნანა ტივაძემ თანამშრომლებთან ერთად, სოფელ ტოლოშის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები მოინახულეს და საჩუქრად სათამაშოები გადასცეს.
„უპრეცედენტო პროექტი მთელს რეგიონში“, - ასე შეაფასა შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის გახსნა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა რომელმაც გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პეტრე ცისკარიშვილი ”ქართულ ოცნების" საარჩევნო პროგრამის მთავარ მიმართულებებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ”ქართული ოცნება” შემდეგი 4 წლის განმავლობაში დაახლოებით 4 %-იან ზრდას გვპირდება", რაც მისი თქმით, ნიშნავს იმას, რომ საქართველო დღევანდელი პოლონეთის ცხოვრების დონეს დაახლოებით 35 – 40 წლის შემდეგ დაეწევა.
პირველად, საქართველოს საარჩევნო ისტორიაში, დამზადდა ადაპტირებული მასალა, რომელიც საშუალებას მისცემს საზოგადოების ყველა წევრს დეტალურად გაეცნოს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებსა და სტრატეგიულ მიმართულებებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთობლივი ოპერაციების ცენტრი გაიხსნა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს ახალი ქვედანაყოფის, ერთობლივი ოპერაციების ცენტრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ამ ცენტრის შექმნის შემდეგ, ქვეყანაში დანაშაული მნიშვნელოვნად შემცირდება.
„მნიშვნელოვანია, „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებზე გავლენის მოხდენის მცდელობა არ უნდა იქნას დაშვებული“,-განაცხადა „ქართული ოცნების” წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.