„იარაღის სროლით და აფეთქებებით ჩატარებული არჩევნები, მთელი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საფრთხეში ჩაგდებას ნიშნავს“,-განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ.

სრულად...

"პირიმზესთან" წუხელ ღამით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დაშავებული მამაკაცი ინგოროყვას კლინიკაში ოპერაციის ჩატარების შემდეგ, რეანიმაციულ განყოფილებაში გადის მკურნალობას.

სრულად...

„ივანიშვილის რეჟიმმა დაგვაბრუნა ქვეყანაში, სადაც ცხრილავენ და აფეთქებენ ადამიანებს“,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში, რითაც მისი თანაგუნდელის, გივი თარგამაძის მანქანის აფექტების ფაქტს გამოეხმაურა.

სრულად...

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ლეგენდარულმა ქართველმა მორაგბემ, ლევან ცაბაძემ (მეტსახელად, ლეონსიო) სპორტიდან პოლიტიკაში გადაინაცვლა და უკვე რამდენიმე წელია ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელია, მის საყვარელ საქმედ იგი მაინც რაგბის ასახელებს და მიაჩნია, რომ „მესხი კაცის საკეთებელი და სათამაშო არის რაგბი“, რადგან „მესხებს განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობა გააჩნიათ“.

სრულად...

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს გამოეხმაურა.

სრულად...

პოლიტიკური გაერთიანება "პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერები წუხელ ღამით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთებას ეხმაურებიან.

სრულად...

ის რაც მოხდა დღეს საღამოს თბილისში, არის არა მხოლოდ ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი დივერსია, არამედ ეს არის არჩევნების წინ ქვეყანაში არეულობის მიზნით, საქართველოს მტრების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია, - აღნიშნულია საგანგებო განცხადებაში, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით, პრემიერ მინისტრიმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

სრულად...

თბილისში, კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარედ, დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, ოთხი ადამიანია დაშავებული. ისინი საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. აფეთქების დროს დაზარალებულთა მოსანახულებლად ინგოროყვას კლინიკაში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მივიდა.

სრულად...

ვისაც ჰგონია, რომ 9 თვის ბარბარე რაფალიანცის და დიდი ალბათობით ეროსი კიწმარიშვილის მკვლელი, გივი თარგამაძის მძიმე საფრთხეში ჩაგდებაზე არ წავიდოდა, დაშინების ან ფიზიკური განადგურების მიზნით, ძალიან ცუდად იცნობს ივანიშვილს და 90-იანი წლების რუსეთს, სადაც მან ფული იშოვა, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გივი თარგამაძის მანქანის აფეთების ფაქტს.

სრულად...

შს მინისტრის პირველი მოადგილის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით,  უწყებამ გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი