"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გლდანის 22-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბარამიძე საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ წინასაარჩევნო პროგნოზს ეხმაურება.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის სატელეფონო საუბარში ჩანს ბატონყმური დამოკიდებულება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს საავტომობილო გზის 7-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, ერთპარტიულობა საქართველოში არის ძალიან დიდი შეცდომა. მისი თქმით, ეს არის შეცდომა, რომელიც ბევრმა ლიდერმა დაუშვა ქვეყანაში და ამ შეცდომას უშვებს დღეს "ქართული ოცნებაც".
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მორიგი როტაცია დასრულდა. ბატალიონი ავღანეთში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ გააცილა.
ხულოში, კერძო პურის საცხობში საწვავის ავზის აფეთქებას 65 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივების თქმით, ადგილზე დროულად მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
პოლიტიკური გაერთიანება "პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთივს" ლიდერი პარტიის მცხეთის შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბეთში 32 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში დანით მოკლეს. დაპირისპირება მეზობლებს შორის მოხდა. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ 32 წლის მამაკაცის მკვლელობაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა. ცხედარს სხეულზე 20-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ცნობით, მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე დავალიანების გადახდას არ აპირებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.