საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნიუ იორკში გაერო–ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 2015 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია ბოლო 12 წელიწადში, ხოლო 2012-2014 წლებში სიღარიბის დონე საქართველოში 10 პროცენტით შემცირდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნიუ იორკში გაერო–ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. გთავაზობთ მისი გამოსვლის სრულ ტექსტს, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ფაქტი, რომ ბათუმში თურქული სკოლის მშენებლობის ნებართვა არ ყოფილა გაცემული, აბსოლუტურად მიუღებელი და დაუჯერებელია.
"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ საქართვგელოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და ყოფილ პრემიერ მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს შორის მსგავსებაა და მათ, სახელმწიფოს განვითარების ერთნაირი ხედვა აღმოაჩნდათ, - ამის შესახებ უსუფაშვილმა”რუსთავი 2”-თან საუბრისას განაცხადა.
კანადის პრინც ედვარდის კუნძულზე "პოტენციური საფრთხის" გამო ყველა სკოლიდან ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ BBC პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.
სოფელ აჭყვისთავში მეწყერული პროცესები გააქტიურდა. სტიქიის შედეგად ხახუტაიშვილების საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია. ოჯახი ევაკუირებულია და მათ საფრთხე არაღ ემუქრებათ. ამის შესახებ Guardian.ge–ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, იან კელი ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიას აფასებს. ტელეკომპანია "იმედის" ცნობით, კელიმ განაცხადა, რომ საქართველოში საარჩევნო კამპანია სამაგალითოდ მიმდინარეობს და ისურვებდა ეს პროცესი "ასეთი კარგი იყოს ამერიკაშიც".
ცაგერში ახალი, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი შენდება, ასევე მიმდინარეობს საფეხბურთო მოედნის აღდგენა. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ცაგერის ფეხბურთის მოედნის ზომა შეესაბამება უეფა-ს მიერ მოთხოვნილ სტანდარტებს.
ეროვნულმა ბანკმა დღეს (21 სექტემბერი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0004 პუნქტით გაუფასურდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.