„კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შესაძლოა გაიყიდოს და შესაძლებელია, რომ ჩვენი ბაზრიდან ყაზახები გავიდნენ. თუმცა, ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის მოლაპარაკებები, ასე რომ, მე ზედმეტი კომენტარისგან თავს შევიკავებდი“,- განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა, ილია ელოშვილმა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი ეხმაურება „პატრიოტთა ალიანსის“ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მამუკა ნოზაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ირაკლი ოქრუაშვილის შტაბის წარმომადგენლებმა ამომრჩევლის მოსყიდვა სცადეს და მათ პროდუქტები გადასცეს.

სრულად...

თურქეთის გენერალური კონსული საქართველოში იასინ თემიზქანი აცხადებს, რომ ბათუმში თურქული სკოლის ოფიციალური გახსნა უახლოეს მომავალში იგეგმება.

სრულად...

„რესპუბლიკური პარტია“ „ქართული ოცნების“ მიერ პარტიებისთვის შეთავაზებულ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს შეუერთდა. 

სრულად...

“მშვიდობის მემორანდუმი” არის სადღეგრძელო, რომელიც თქვა პრემიერ მინისტრმა და ახლა მეკითხებით ჭიქას მივუჭახუნებთ თუ არა?  - აღნიშნული განცხადება მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმთან დაკავშირებით გააკეთა.

სრულად...

„დარბევის, ძალის გამოყენების, ადამიანების დასისხლიანების, მასობრივად დაკავების, მერე წამების და ა. შ. რაიმე მსგავსი უფლება ბუნებაში არ არსებობს“, - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს, რომლებმაც შეახსენეს მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც 26 მაისს გამართულ აქციას ეხებოდა და რომლის დაშლის სამართლებრივი საფუძვლებიც, ჩუგოშვილის შეფასებით, არსებობდა.

სრულად...

თბილისში ვატიკანის საელჩოსთან, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ორგანიზებით, რომის პაპის საქართველოში ვიზიტის გამო საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

სრულად...

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ბათუმში ახლად გახსნილი თურქული სკოლის საკითხზე კომენტირებისას აცხადებს, რომ აღნიშნული სკოლა მშენებლობის ნებართვის გარეშე და საქართველოს კანონმდებლობის იგნორირებით გაიხსნა, რაც მისივე შეფასებით, საქართველოს მთავრობის უპასუხისმგებლობასა და უყურადღებობაზე მიუთითებს. 

სრულად...

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე, ამავე ფაკულტეტის დეკანმა - თემურ ბერიძემ,  "იმდენად უსამართლო კონკურსი" ჩაატარა, რომლის მსგავსი უკვე „ბანანის რესპუბლიკებშიც“ კი არ იმართება, – აღნიშნულის შესახებ ეკონომიკის დოქტორი, ამავე უნივერსიტეტის ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი, ვახტანგ ჭარაია აცხადებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი