თბილისის მერიის და თბილისის განვითარების ფონდის პროექტის „ახალი ტფილისის“ პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება.
კახეთის რეგიონში ყურძნის კრეფა გრძელდება - 22 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, რთველის 2016-ის ფარგლებში გადამუშავდა 62 ათასი ტონა ყურძენი. ღვინის კომპანიებს ყურძენი 10 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავლებმა 53,8 მლნ ლარი შეადგინა.
დღეს „დღე ავტომობილის გარეშე“ - საერთაშორისო დღე აღინიშნა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო შეუერთდა ორგანიზაცია ,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინიციატივას და საზოგადოებას კამპანიაში ჩართულობისკენ მოუწოდა.
„ჩინეთის სამხრეთის ავიახაზები“ ხვალიდან, ურუმჩის გავლით, პეკინიდან თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელებას იწყებს.
ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას პირველი კლასის რიგითის, ვასილ ყულჯანიშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის ინიციატივით, სოფელ გამარჯვების გადასახვევიდან ქალაქ რუსთავის მიმართულებით ვასილ ყულჯანიშვილის სახელობის მარათონი გაიმართა.
გიგი გიგიაძემ, ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს გენერალურ მდივანთან ერთად, მონაწილეობა მიიღო თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს ოფიციალური გახსნის ცერემონიაში.
"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი წევრი გია ცაგარეიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის, დავით უსუფაშვილის მიერ "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
"რესპუბლიკური პარტის" ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ "რესპუბლიკელების" მიასამართით გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ნინო გვენეტაძე ცდილობს კლანის ჩამოყალიბებას - ეს აღარ არის უკვე კლანი, ეს გაცილებით საშიში ორგანიზმია სახელმწიფოსთვის, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა გააკეთა.
ვანო მერაბიშვილის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, ვალერი გელაშვილის ცემის საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.