თუ ადამიანს ზრდილობიანად ვესაუბრები, სულაც არ ნიშნავს, რომ მასზე დაქვემდებარებული ვარ, ან მის წინაშე თავს ანგარიშვალდებულად მივიჩნევ - უბრალოდ მისი დაწყნარება და დამშვიდება მინდოდა, - აღნიშნული განცხადება მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრისას "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორთან სატელეფონო საუბრის შესახებ გააკეთა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში ხაშური-ზესტაფონის სარკინიგზო მონაკვეთზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. გაფიცულები მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაში მონაწილეობს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოკავშირეებმა კომფორტულად გაიმარჯვეს საპარლამენტო არჩევნებში. მმართველ "ერთიან რუსეთს" კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ხმების მეოთხედის დათვლის შედეგად, 51% აქვს მიღებული.
ეგზიტ პოლების მიხედვით, რუსეთის დუმის არჩევნებში ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერილი "ერთიანი რუსეთი" ლიდერობს და მას ამომრჩეველთა 40%-ზე მეტი ხმა აქვს მიღებული. ინფორმაციას BBC ავრცელებს. პუტინის პარტიას ნაციონალისტური "ლიბერალ-დემოკრატიული" და "კომუნისტური" პარტიები მოჰყვებიან და მათ შებამისად, ხმათა 14-16% აქვთ მიღებული.
ნიუ იორკში ბომბის აფეთქება ტერორისტული აქტი იყო, განაცხადა ოფიციოზმა, მაგრამ გლობალურ ჯგუფებთან კავშირები არ გამოვლენილა და მოტივაცია უცნობი რჩება. აღნიშნულ ინფორომაციას BBC ავრცელებს.
თბილისში, გლდანის მეოთხე მიკრორაიონის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე ბოლნისის, ბორჯომის, გორის, კასპის, ხაშურის და ახალქალაქის მოსახლეობას შეხვდა.
„ჩვენ უნდა დავამკვიდროთ პოლიტიკაში ახალი თანამედროვე სტანდარტები; უნდა დავასრულოთ დაპირისპირება, შეურაცხყოფების მიყენება, გათითოკაცებული საქართველო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.