გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ინიციატივით პირველად გაიმართება მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიება E-governance, transparency and public services, რომელიც მიეძღვნება მდგრადი განვითარების ერთერთ პრიორიტეტს - ძლიერი ინსტიტუტების მშენებლობას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის სახმელეთო ჯარების სარდალს შეხვდა. ლევან იზორიას და ბრიგადის გენერლის, სალიჰ ზაქი ჩოლაქს შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.
ასპინძის რაიონში შოთა რუსთაველის სახლის მშენებლობაში სახელმწიფოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დაეხმარება.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მე ვუჭერ მხარს ყველა კანდიდატს, რომელიც "ქართული ოცნებიდან" არის წამოყენებული და ეს არის ერთადერთი გუნდი, ვისაც ხელეწიფება, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით განავითაროს, - აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ახალციხეში ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) 125-ე კმ-ზე მდ. ჩხერეზე, ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.
თბილისში, ახალი სასტუმრო „მუზეუმი“ გაიხსნა. სასტუმრო 46 ნომრისა და 3 კვების ობიექტისგან შედგება. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალი სასტუმროს გახსნაზე განაცხადა, „მუზეუმში“ დასაქმდება 100 ადამიანი.
პარტია ”თამაზ მეჭიური - ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერი თამაზ მეჭიაური საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ "რესპუბლიკურ პარტიასთან" დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს აფასებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.