უამინდობამ და ძლიერმა ქარმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ქარის შედეგად დაზიანდა სოფელ კოჩიოს საჯარო სკოლის სახურავი, სოფელ აგანას სასოფლო-სამეურნეო შენობა, სოფლებში - ალათუმანში, კოჭიოში, კოთელიაში, არაგვაში და ორჯაში საცხოვრებელი სახლები.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილე პოლიტიკისა და პროგრამების საკითხებში იზაბელ კოულმენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში“ ეხმაურება.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, “კრედიტ სუისთან” შვეიცარიის ბანკის ყოფილი თანამშრომლის მიერ მოპარული თანხების დასაბრუნებლად ხანგრძლივი ბრძოლა მოიგო – სტატიას Financial Times-ი აქვეყნებს.
2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის კოორდინაციით ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ 370 ინდივიდუალურ საჩივარზე განჩინება გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა, – ამის შესახებ დღეს, იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.
მინდა მოგესალმოთ ყველას ნატო-საქართველოს სამეთაურო-საშტაბო სწავლებაზე, რომელიც უკვე მესამედ ტარდება საქართველოში და რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თავდაცვის ძალების მზადყოფნის გაძლიერების, მართვის გაუმჯობესებისა და ალიანსთან თავსებადობის ამაღლების თვალსაზრისით., - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნატო-საქართველოს სწავლება 2022“ - ის ფარგლებში საპატიო სტუმრების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინდა, ამ მრავალეროვნული სწავლების მონაწილეებს, ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს, ყველას გადაგიხადოთ განსაკუთრებული მადლობა სწავლებაში მონაწილეობისათვის. წლების განმავლობაში ჩვენს მრავალ პარტნიორთან ერთად მხარდამხარ ვიცავდით და ვიცავთ მსოფლიო მშვიდობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
საქართველო დემოკრატიული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოა, რომელსაც ჩვენს პარტნიორებთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან აკავშირებს ღირებულებითი ერთობა; ჩვენ ეს არაერთხელ დავამტკიცეთ ჩვენი დემოკრატიული რეფორმებით და გლობალურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში განაცხადა, სადაც ნატო-საქართველოს სწავლების მიმდინარეობას გაეცნო.
ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამით და მოსახლეობის განაცხადების საფუძველზე, ამ ეტაპზე, 72 სარეაბილიტაციო პროექტია დაფინანსებული. აღნიშნული პროექტებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 2 352 262 ლარი გამოიყო.
GUARDIAN.GE - ევროპაში ომი აზიური კუნძულიდან, ტაივანიდან კაპიტალის მასობრივი გადინების მიზეზი გახდა. როგორც CNN იტყობინება, 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გააძლიერა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ჩინეთმა გაზარდოს თავისი სამხედრო ძალა ტაივანის წინააღმდეგ, რამაც კუნძულიდან უცხოელი ინვესტორების უპრეცედენტო გადინება განაპირობა.
ნინოწმინდაში სათხილამურო ტურნირი გაიმართა, რომელიც მოთხილამურე თადევოს არზუმანიანის ხსოვნას მიეძღვნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.