GUARDIAN.GE - თვითმფრინავს, რომელსაც პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან შესახვედრად გადაჰყავდა, უკან დაბრუნება და ვარშავაში საგანგებო დაშვება მოუწია, იტყობინება BBC პოლონეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით. დუდას საფრთხე აღარ ემუქრება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ანდრი კასიანოვს პირადად გააცნო.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბარათაშვილის ქუჩაზე, ისტორიულ გალავანთან მშენებარე სასტუმროსთან იმყოფებოდა, სადაც უკანონოდ დაშენებული სართულის დემონტაჟი მიმდინარეობს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2022 წლის პირველი მარტისათვის 37.63 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 856.15 მლნ ლარით, ანუ 2.33 პროცენტით მეტია პირველი თებერვლისათვის არსებულ მაჩვენებელზე.
GUARDIAN.GE - თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინამ და რუსეთმა მოლაპრაკებებზე ექვსი საკითხიდან ოთხზე ჩანს, რომ „ურთიერთგაგებას“ მიაღწიეს. ბრიუსელში გამართული ნატოს სამიტიდან სამშობლოში დაბრუნებისას მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ იგი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის პარასკევს, ხოლო უქმეებზე ან „შემდეგი კვირის პირველ დღეებში“ რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს დაელაპარაკება.
დიდმა საერო მამებმა, ილია ჭავჭავაძემ, ექვთიმემ, დიმიტრი ყიფიანმა და სხვებმა, ჩვენს სასულიერო, გამორჩეულ პირებთან ერთად, შემდგომში პატრიარქებთან ერთად, ილია მეორე, კალისტრატე, ამბროსი ხელაია, მათი ეს დაჟინებული ძალისხმევით სწორედ, გამოცხადდა 1917 წლის 25 მარტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით გამართულ პარაკლისს დაესწრო.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ყოველთვის იყო და იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის ჩვენი ერის განვითარებისთვის. უნდა ითქვას პირდაპირ, რომ მართლმადიდებლობა თითოეული ქართველისთვის უკავშირდება სწორედ ქართულ იდენტობას, ჩვენს კულტურას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით გამართულ პარაკლისს დაესწრო.
GUARDIAN.GE - უკრაინაში სპეცოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, ის გაგრძელდება დასახული მიზნების მიღწევამდე - ქვეყნის დემილიტარიზაციამდე და დენაციფიკაციამდე და შედეგად, უკრაინა უნდა გახდეს ნეიტრალური, რომელიც არ გაატარებს ანტირუსულ პლიტიკას და იქნება რუსეთის ნორმალური მეზობელი, - განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა რუსულ მედიასთან საუბრისას.
დიდი მარხვის შუა პერიოდში, ნინოწმინდის წმინდა სარგისის სახელობის ეკლესიის ინიციატივით, ქალაქ ნინოწმინდის საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრ "რაფაელ ჯავახში" გაიმართა ქადის (გათა) მორიგი ფესტივალი, რომელიც უკვე კარგ ტრადიციად იქცა ნინოწმინდელთა ცხოვრებაში.
GUARDIAN.GE - ავსტრალიამ ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს, რუსეთისთვის დახმარების გაწევის გამო სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. სანქცირებულთა შორის არიან ასევე ლუკაშენკოს ცოლი გალინა და მისი ვაჟი ვიქტორი, რომელიც ადრე მთავრობაში ეროვნული უსაფრთხოების განხრით მაღალ თანამდებობებს იკავებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.