სანდრა რულოვსის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში ნამდვილად არის წინგადადგმული ნაბიჯი, - აღნიშნული განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველმა ნომერმა, დავით ბაქრაძემ პარტიის საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენისას გააკეთა.
თბილისის განვითარების ფონდის პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე ლითონის ჭიშკრები და და აივნის ჭედური მოაჯირები შეიცვალა. დედაქალაქის მერიის ცნობით, პირველ ეტაპზე, მოხდა ლითონის ჭიშკრებისა და აივნის ჭედური მოაჯირების შენობებიდან ჩამოხსნა და სპეციალურად მოწყობილ სამჭედლოებში სარესტავრაციოდ გადატანა.
მე დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში და ასეთ გაძლიერებულ, განახლებულ გუნდს, როგორიც ჩვენ გვყავს, ნამდვილად სჭირდება და ეკუთვნის მთელი ხალხის მხარდაჭერა, - აცხადებს სანდრა რულოვსი.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ინდოეთის მძიმე მრეწველობისა და სახელმწიფო საწარმოების სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ჩაის წარმოების კუთხით შესაძლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიული საარჩევნო სიის ოცეული ცნობილია. სიის ოცეული პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე გასაჯაროვდა. საარჩევნო სიაში ადგილები ასე გადანაწილდა:
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. სებ-ი სავალუტო აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
დედაქალაქის მერია „საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების“ პროგრამას იწყებს. ქალაქის მთავრობა მზად არის დააფინანსოს პროექტები, რომლებიც პოპულარიზაციის სხვადასხვა მეთოდების, კვლევებისა და ტრენინგების გზით სატრანსპორტო სფეროს თემატიკას მოიცავს.
დავით აღმაშენებლის გამზირის N36-ში მდებარე ისტორიული სახლის რეაბილიტაცია პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მიმდინარეობს. სადარბაზოს რესტავრაციისას, შესასვლელ კარზე ძველი საფოსტო ჭრილი იქნა აღმოჩენილი, სადაც გამოიკვეთა ძველებური ორნამენტები და ისტორიული წარწერა.
ეროვნულმა ბანკმა დღეს (25 აგვისტო, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0119 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.