თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ჯიზრეში, მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე, დაშავებულთა რაოდენობა კი 78-მდე გაიზარდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, დაშავებულთაგან 4 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას იმპიჩმენტთან დაკავშირებით ხელმოწერები იქამდე ვერ შეგროვდება, ვიდრე ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი არ მოინდომებს.
უმსხვილესი ჩინური კორპორაციები საქართველოს სამშენებლო სექტორით, ქართული ღვინით და ტურიზმის სფეროში ინვესტირებით დაინტერესდნენ - ამის შესახებ აღინიშნა შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ჰუალინგ ჯგუფის“ პრეზიდენტ, მი ენჰუასთან და სხვა ჩინური კორპორაციების წარმომადგენლებთან გამართა.
ეს იყო ამომრჩევლის გულის მოსაგებად გაკეთებული პოპულისტური განცხადება, - ასე აფასებს "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი წევრი ალექსი პეტრიაშვილი პრემიერ მინისტრის მიერ საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას ურჩევს, რომ პატივი სცეს თბილისელებს და წავიდეს თანამდებობიდან. ამის შესახებ ელისაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა – მარნეული - გუგუთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.
"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი წევრი ალექსი პეტრიაშვილი თბილისის მერის, დავით ნარმანიას ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება. მისი შეფასებით, ნარმანია დიდი ხნის წინათ უნდა წასულიყო თანამდებობიდან, თუმცა, რადგან ბიძინა ივანიშვილის კადრია, "ქართულმა ოცნებამ" მისი პოსტიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება ვერ მიიღო.
თბილისი მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება დაადგენს ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის გამო კონკრეტული პირის ბრალეულობის საკითხს, აღნიშნული პირი კანონის შესაბამისად თანამდებობიდან გათავისუფლდება.
ოლიმპიადიდან დაბრუნებული ქართველი სპორტსმენების შეხვედრის ღონისძიება დღეს 20:00 საათზე, ლისის ტბაზე გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.
პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ახალგაზრდებს სტუდენტობას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს. მისი თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა სტუდენტებმა ხარისხიანი განათლება მიიღონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.