ეროვნულმა ბანკმა დღეს (22 აგვისტო, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0026 პუნქტით გამყარდა.
პოლიტიკური გაერთიანება "პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი ადასტურებს, რომ 20 წლის წინათ მართლაც მონათლა ტარიელ ონიანის შვილი.
„ჩვენ შეიძლება არ ვაშენებთ იმდენ „ზიზილ-პიპილო“ შენობებს, მაგრამ ვაკეთებთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, საბაზისო ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ასპინძაში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე.
პოლიტიკური გაერთიანება "პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან პარტიის წევრების მიმართ ზეწოლის გაძლიერებაზე საუბრობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა ასპინძის მოსახლეობას, ასპინძისა და ბორჯომის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე წარუდგინა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დივერსიული აქტის აღკვეთის გამო მადლობას უხდის. მთავრობის მეთაურის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ძალიან ეფექტურად იმუშავა.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე პრემიერი კახა კალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტერორისტული აქტის განხორციელების აღკვეთას ეხმაურება.
2011 წლის შემოდგომიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ, ქართველ ხალხთან ერთად, პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა, - გიორგი კვირიკაშვილი.
„საუბნო-საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით გავრცელებული მოსაზრებები ამ ეტაპზე არ არის დადასტურებული“,-განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
თურქეთის ქალაქ გაზიანტეპში შაბათს, 20 აგვისტოს, გვიან საღამოს ქურთების ქორწილში ბომბის აფეთქებისას დაღუპულთა უმეტესობა ბავშვები არიან. ამის შესახებ BBC წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.