„ჩვენ შევძლებთ ყველაზე მთავარს - დავასრულოთ დაპირისპირებები საზოგადოებაში, გავაერთიანოთ მთელი ქვეყანა ერთიანი პოზიტიური, დადებითი განვითარების გეგმის გარშემო“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქარელის მოსახლეობას, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  გიორგი თოთლაძე წარუდგინა.

სრულად...

„საქართველოს მელიორაცია“ დღეისათვის 1 600 ჰექტარზე მეტ თევზსაშენ მეურნეობას ამარაგებს წყლით. როგორც „საქართველოს მელიორაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ 2012 წლიდან ახორციელებს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც რეგიონში რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არ ჩატარებულა.

სრულად...

 

ბრიუსელში მორიგი თავდასხმა მოხდა. დანით შეიარაღებული ქალი ავტობუსში მგზავრებს დაესხა თავს და სულ მცირე 2 ადამიანი დაჭრა. უცხოური მედიის ცნობით, მოგვიანებით თავდამსხმელი სავაჭრო ცენტრში აპირებდა მიმალვას, სადაც კიდევ ერთ პირს მიაყენა ჭრილობა.

სრულად...

ცთბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისში ხეების ჭრასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების წესი გადაიხედება. 

სრულად...

„ნებისმიერი სოციოლოგიური კვლევა და ჩვენი ყოველდღიური შეხვედრები ათასობით ამომრჩეველთან ერთმნიშვნელოვნად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ კორუმპირებული, უპასუხისმგებლო ხელისუფლება, რომელმაც ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა მოქალაქეებს, არის დასრულებული“,-განაცხადა „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლი აბესაძემ.

სრულად...

რადგან თავიდან ავიცილეთ ეს დანაშაული, ახლა მთავარია პასუხი გაეცეს კითხვებს და გამოძიებამ უპასუხოს იმ კითხვებს, თუ ვინ იდგა ამ დანაშაულის უკან, - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სუსის მიერ ტერაქტის აღკვეთის შესახებ გავრცელებული განცხადების შეფასებისას.

სრულად...

,,თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში მაჟორიტარი დეპუტატობის ოთხი კანდიდატი წარადგინა.

სრულად...

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს მიზანმიმართულ მანიპულირებად აფასებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ რეალობა GFK-ის კვლევის მიხედვით დასახელებული ციფრებისგან თვისებრივად განსხვავდება.

სრულად...

ხაშურმა უნდა დაიბრუნოს ის ლოჯისტიკური, სატრანზიტო ფუნქცია, რომელიც მას ყოველთვის გააჩნდა და ამით განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინოს ქვეყნის ეკონომიკურ აღმასვლაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ხაშურში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე.

სრულად...

თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოში რიგგარეშე ანგარიშით, შესაძლოა, მიმდინარე კვირას წარდგეს. როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკრებულოს ხელმძღვანელობასთან კონსულტაციები მიმდინარეობს. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი