დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, ვიდრე თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოში მივა, საქმიანი შეხვედრა ექნება ქალაქის ეკოლოგიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელთან, რათა გაარკვიონ, თუ როგორ მიმდინარეობს მოკვლევა ყაზბეგის გამზირზე ხეების ჭრის ფაქტთან დაკავშირებით.
„დღეს არის დრო, როდესაც უნდა დასრულდეს პოლიტიკური დაპირისპირებები და მთელი ქვეყანა გაერთიანდეს იმისთვის, რომ მომავალი 4 წელიწადი გახდეს ისტორიული საქართველოსთვის“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა ნინოწმინდის მოსახლეობასთან შეხვედრისას.
ბიზნესმენის, თბილისის „ტოიოტა ცენტრის“ დირექტორის, „საქართველოს განვითარების ფონდის“ [რომელიც გადაკეთდა მოძრაობად სახელწოდებით „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“] ერთ-ერთი თანადამფუძნებლის, ირაკლი გურჩიანის განცხადებით, მან პაატა ბურჭულაძის მოძრაობა 2016 წლის ივნისის თვეში იმიტომ დატოვა, რომ ის ოდესიდან იმართებოდა.
„ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ წინასწარ არიან შერჩეული ის პროფესიული წევრები, ვისაც მათი ზეგავლენის ქვეშ მყოფმა საოლქო კომისიის წევრებმა მხარი უნდა დაუჭირონ, რათა გააკონტროლონ საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობა.
,,ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ მოთხოვნით ვეტერანთა დეპარტამენტში აუდიტის სამსახური შედის, - განაცხადეს პარტიის წევრმა, თამარ ამაშუკელმა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ვახტანგ მაჭავარიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
„ეროვნულმა ფორუმმა“ მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა. პრეზენტაცია პარტიის ლიდერმა კახა შარტავამ გამართა.
ერაყის მთავრობამ 36 მამაკაცი ჩამოახრჩო, რომელთაც ბრალად ედებოდათ ასეულობით სამხედრო ახალწვეულის მასობრივი დახოცვა. ბრიტანული The Guardian-ის ცნობით, აღნიშნული პირები დამნაშავედ სცნეს ე.წ. სპეიჩერის მასობრივ მკვლელობაში, რომელსაც ეს სახელი მას შემდეგ შეარქვეს, რაც თიკრიტის ბაზის სიახლოვიდან 1 700 ახალწვეული გაიტაცეს და მოკლეს.
მერაბ მეტრეველმა "პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვა. პოლიტიკური გაერთიანების დატოვების შესახებ მეტრეველმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თავად განაცხადა.
BBC საქართველოს შესახებ 4 ფილმს აჩვენებს. დოკუმენტური ფილმების გადასაღებად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს კომპანია Edenwood Productions გადამღები ჯგუფი ეწვია.
უიარაღოს, ყოფილი ხუდადოვის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიის შედეგად ასევე დაშავდა ერთი ქალბატონი, რომელიც მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.