„ჩვენი მოქალაქეების ღირსება არის ყველაზე უზენაესი, რასაც ვემსახურებით“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა ბორჯომის მოსახლეობას, რომელსაც ასპინძისა და ბორჯომის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე წარუდგინა.
„ადიგენი არის ადგილი, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებაში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ადიგენში გამართულ შეხვედრაზე.
თურქეთმა ავსტრიიდან ელჩი გაიწვია. ამის მიზეზი ორ ქვეყანას შორის მზარდი უთანხმოება გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ახალი ამბების სააგენტო "ანატოლია" ავრცელებს.
საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლას სარკოზიმ განაცხადა, რომ მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. იგი ამის შესახებ მის წიგნში "ყველაფერი საფრანგეთისთვის", რომელიც მიმდინარე კვირას დაიბეჭდება, წერს. მანამდე მას ნათლად ჰქონდა ნათქვამი, რომ ელისეს სასახლეში დაბრუნების ამბიცია ჰქონდა.
„პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენელმა, ნატა ფერაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, შიმშილობა შეწყვიტა. თუმცა, შიმშილობის აქცია არ დასრულებულა - ნატა ფერაძის ნაცვლად პროტესტის უკიდურეს ფორმას ელენე მალაშევსკი-ჯაყელმა მიმართა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ჭიათურის სახანძრო-სამაშველო განყოფილების განახლებული შენობა გახსნა.
თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სამიზნეები დაბომბა. გავრცელებული ცნობით სირიელი მეამბოხეები ჯგუფის წინააღმდეგ იერიშის მიტანას აპირებენ. ამის შესახებ BBC წერს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერაქტის მომზადების საქმეზე ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და შვიდივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.
თურქეთის პრემიერ მინისტრი პრეზიდენტის განცხადებას დაუბრუნდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თვითმკვლელი, რომელმაც ქურთების ქორწილში თავი აიფეთქა, ბავშვი იყო.
თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია განახლდა. „პარტიზანული მებაღეობის“ წევრ ნატა ფერაძეს აქციაზე მხარდაჭერა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც გამოუცხადეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.