"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" წყალტუბოს საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მამუკა საღარეიშვილი წარადგინა.
”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სერგო რატიანი ”ქართული ოცნების” დეპუტატების, ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის მიერ ქართული საზოგადოებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისადმი გაგზავნილ მიმართვასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
”ეროვნული ფორუმის” წარმომადგენლი, ანი მიროტაძის ინფორმაციით, პარტიის ნაძალადევის ოფისის გაძარცვის შედეგად აღმოჩნდა, რომ საარჩევნო ინფორმაციაა გატანილი.
სულ მცირე 11 ახალშობილი დაიღუპა ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ერთ-ერთ სამშობიაროში ცეცხლის გაჩენის შედეგად. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქრიანში რამდენიმე დღის წინათ გაუჩინარებული ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
გამსახურდიას გამზირზე ტაქსის მძღოლი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინათ მოხდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ტაქსის მძღოლზე თავდასხმას მგზავრებთან ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
ჩვენ გავაგრძელებთ მაქსიმალურ მხარდაჭერას იმისათვის, რომ როგორც მესტიაში, გაგრძელდეს ჰაწვალის სათხილამურო ტრასა, ასევე თეთნულდის სათხილამურო ტრასების მიმდებარედ განვითარდეს სასტუმრო კომპლექსები, - გიორგი კვირიკაშვილი.
საქართველოს პრემიერ მინისტრი შაორზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის „მომავლის ბანაკს“ ესტუმრა, სადაც 18-დან 25 წლამდე ასაკის 100-ზე მეტი ახალგაზრდა ისვენებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ დღეს თავდაცვის უწყებაში აშშ-ის ელჩს საქართველოში იან კელის უმასპინძლა.
პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, პარტიების მიერ საარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან თვენახევრის განმავლობაში გაღებული ხარჯების ჯამური ოდენობა 4 667 091 ლარს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.