მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის მომზადებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების საფასურის ანაზღაურება ამზომველებისთვის.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროც ცნობით, პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს და მისი ღირებულება 4 822 313.24 ლარია.
ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნების” განცხადებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ საქორწინო საჩუქარის, გადაცემა ერთგვარი ტრადიციაა, რაშიც დანაშაულებრივ ქმედებას ვერ ხედავს.
საქართველოს პრეზიდენტთან ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების შეხვედრა, რომელიც ავლაბრის რეზიდენციაში 17:00 საათზე იყო დაგეგმილი, აღარ შედგება. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განუცხადა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ თურქეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას. ევროპელი ლიდერები ამგვარ გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც ანკარამ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდგომ მასობრივი სადამსჯელო ღონისძიებები გაატარა. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იუწყება.
"გიორგი მარგველაშვილმა უნდა დაამტკიცოს, ის არის საქართველოს პრეზიდენტი, თუ მარგინალური შავბნელი პოლიტიკური ჯგუფების მძევალი ან უცხო ქვეყნის გარკვეული წარმომადგენლების ყურმოჭრილი მონა", - სანდრო ბრეგაძე.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპედიციამ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით განხორციელებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სოფელ დეხვირში ანტიკური ხანის სამარხები აღმოაჩინა.
პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, ასაკით პენსიონერებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის გეგმა ”მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის შესახებ” პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებას ეფუძნება.
ხონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და მათი საფლავები გვირგვინებით შეამკეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.