მესტიის მუნიციპალიტეტში 2016 წელს ათეულობით მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, მათ შორისაა 22 მილიონის ღირებულების მესტია-უშგულის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის; თეთნულდის სამთო–სათხილამურო კურორტის ტრასების; სათხილამურო ბაზებამდე მისასვლელი გზის მშენებლობა და საბაგიროების დამონტაჟება.
პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერ ირაკლი სესიაშვილზე, როგორც თავდაცვის მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით, პრეზიდენტთან მსჯელობა არ ყოფილა.
„პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, თუმცა ასახსნელია პრეზიდენტის ოჯახის წევრის მიმართ სამართლებრივი მოქმედების დროს განსაკუთრებული პოლიტიკური დაინტერესება“,-განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
პარტია „პაატა ბურჭულაძე -სახელმწიფო ხალხისთვის“ ხელისუფლებას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.
„არ ვარ ისეთი ნასვამი, რომ ამ კითხვაზე ახლა სერიოზულად გიპასუხოთ“, - ასე უპასუხა პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის განცხადებას.
„მოძრაობა - სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე სამუშაო ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც თავდაცვის ყოფილ მდივანს ჩაკ ჰეიგელს შეხვდა. ბურჭულაძე ფილადელფიაში დემოკრატიული პარტიის ყრილობას დაესწრება და შეხვდება დემოკრატიული პარტიის ლიდერებს.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის აზრით, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსს, კახა კალაძეს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ემტეესის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის მოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა.
უზენაესმა სასამართლომ საქართველოს პარლამენტის წევრი როლანდ ახალაია დამნაშავედ სცნო. საქმე ეხება როლანდ ახალაიას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.