„პრემიერის გუნდში, ზურგს უკან, გარკვეული ძალები პოლიტიკური თუ მერკანტილური დაინტერესებიდან გამომდინარე გარკვეულ ნაბიჯებს დგამენ“, - განაცხადა პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ.
"ეროვნულმა ფორუმმა" თელავის მუნიციპალიტეტში დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატად კანადიდან საქართველოში ახლახან დაბრუნებული გელა გელაშვილი წარადგინა.
„გუნდის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წევრი“, - ასე წარუდგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მარტვილის მოსახლეობას, მარტვილისა და აბაშის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ოთარ დანელია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც სრულად გთავაზობთ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღევანდელ პრესკონფერენციაზე შესაძლოა, ზედმეტი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
მიმდინარე წლის 26-29 ივლისს ქალაქ თბილისში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა - ამბასადორიალი გაიმართება.
მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტოს გამოვლინდება ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც ცაგერის მუნიციპალიტეტში მდებარე „მწვანე თეატრის“ რეაბილიტაციას განახორციელებს.
სირიელი მამაკაცის, რომელმაც ბავარიის ქალაქ ანსბახში თავი აიფეთქა, მობილურ ტელეფონსა და პორტატულ პერსონალურ კომპიუტერში ისლამისტური ვიდეოები ნახეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ბავარიის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
”ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი, პრეზიდენტის მიერ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნულ ფაქტს "აღმაშფოთებელს" უწოდებს.
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ცალკეულ პირებზე ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს. მან თქვა, რომ „ეს განცხადებები პოლიტიკური სპეკულაციებია”.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.