23 ივლისს, 20:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ავრცელებს.
მიუნხენის სავაჭრო ცენტრში განხორციელებულ თავდასხმას დიდი ბრიტანეთის საგარეო მდივანი ბორის ჯონსონი ნიუ იორკიდან, გაეროს შტაბ-ბინიდან გამოეხმაურა.
პოლიციამ დაადასტურა, რომ სავაჭრო ცენტრ "ოლიმპიაში" სწრაფი კვების რესტორან "მაკდონალდსის" სიახლოვეს მომხდარი თავდასხმისას 8 ადამიანია მოკლული, ხოლო 10-იდან 20-მდე დაშავებული.
გერმანიის მთავრობამ ბერლინში კანცლერის კანცელარიაში მიუნხენის გარშემო უსაფრთხოების მიმდინარე ოპერაციასთან დაკავშირებით, კრიზისების საბჭოს სხდომა მოიწვია. პოლიციამ მოუწოდა მოქალაქეებს დაელოდონ ზუსტ ინფორმაციას და მოერიდონ დაუმტკიცებელი ჭორების გაცვლა-გამოცვლას. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს.
მიუნხენის სავაჭრო ცენტრზე თავდამსხმელები, 3 შეიარაღებული პირი, გაქცეულები არიან. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ შეძლეს მათ გაქცევა. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს.
მიუნხენის მაღაზიების სავაჭრო ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრიან. ცენტრში პოლიციის ოპერაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ამ წუთებში BBC იუწყება. დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა სამტრედიის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გია მიქელაძე წარუდგინა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ დღეს ვანის მოსახლეობას, ვანისა და ხონის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გრიგოლ ლილუაშვილი წარუდგინა.
დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებამ დატოვოს ევროკავშირი, ეკონომიკური აქტივობის ისეთი "დრამატული გაუარესება" განაპირობა, რაც ფინანსური კრიზისის, 2009 წლის შემდეგ არ ყოფილა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.