ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ შეიცვლება და არ დაბრუნდება მიზნობრივ ჯანდაცვაზე. მინისტრი „ექსპო ჯორჯიაში“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და მსოფლიო ბანკის ღონისძიებას სახელწოდებით „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პროგრესი და საერთაშორისო შეფასება“ ესწრება.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ფედერიკა მოგერინიმ დაჟინებით მოუწოდა თურქეთს, არ გამოიყენოს დემოკრატიული ინსტიტუტები ადამიანის უფლებების შეზღუდვისთვის.
ქუთაისი სამტრედიის ავტომაგისტრალზე გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა მიაწოდა. დავით სერგეენკოს თქმით, ერთი ადამიანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენი სამის კი მძიმე რჩება.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი თანხმდებიან რომ დიდ ბრიტანეთს ევროკავშირის დატოვების მოლაპრაკებების მოსამზადებლად დრო ესაჭიროება. მიუხედავად ამის, ოლანდი ითხოვს მოლაპარაკებები დაიწყოს" რაც შეიძლება მალე".
ქუთაისი-სამტრედიის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრის, მერაბ კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მორაგბე გიორგი ლომინაძის კი მძიმე.
დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობაზე თანხმობა განაცხადა და აღთქმა დადო, რომ როგორც პრეზიდენტი წინ აღუდგება და უკუაგდებს მრავალმხრივ საფრთხეებს, რომლის წინაშეც შეერთებული შტატები დგას.
თურქეთის რესპუბლიკაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
ინტერპოლმა შეერთებულ შტატებში ხანგრძლივად მცხოვრები პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში თემურ ბასილია ძებნილთა სიიდან ამოიღო. ბასილიას თქმით, მას საფრანგეთიდან, ინტერპოლის ცენტრალური ოფისიდან, ასევე საქართველოს პროკურატურიდან ოფიციალურად აცნობეს, რომ მასზე ინტერპოლის არხებით ძებნა შეწყდა.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად ავტოავარიაში მოჰყვა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.